|
2016-06-17 13:17:34, 684 ნახვა
პოლიტიკა
მაიკლ პოზნერი: ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პოლიტიკოსებმა ჟურნალისტების შეურაცხყოფა დაგმონ
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ს დელეგაციის წარმომადგენლის მაიკლ პოზნერის განცხადებით, საქართველოში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკანონოდ გადაღებული მაკომპრომატირებელი მასალა გავრცელდა. პოზნერის თქმით, ღია დემოკრატიული საზოგადოებისთვის ასეთი ინციდენტები მიუღებელია. ამასთან დელეგაციის წარმომადგენელმა, ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტებზეც ისაუბრა. პოზნერის რეკომენდაცია და რჩევა იქნება რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ასეთი ძალადობა დაგმონ. „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკანონოდ გადაღებული საკმაოდ მაკომპრომატირებელი მასალა გავრცელდა. ღია დემოკრატიული საზოგადოებისთვის ასეთი ინციდენტები ცალსახად მიუღებელია. გარდა ამისა, იყო რამდენიმე ინციდენტი, როდესაც ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს. 15 შემთხვევაა ასეთი როდესაც ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პოლიტიკოსებმა დაგმონ ასეთი ძალადობა. გარდა ამისა განვიხილეთ „რუსთავი 2“-ის და „მაესტროს“ საქმეები. ნამდვილად რჩება შთბაეჭდილება და იბადება კითხვები, რომ ამ საქმეებში ხდება ჩარევა. ასევე კითხვები იბადება სასამართლოსთან დაკავშირებით, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ძირითად პრობლემა გამოიხატება, რომ დაჩქარებული წესით მიიღეს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონი“, - განაცხადა მაიკლ პოზნერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)