|
2016-06-16 17:37:06, 732 ნახვა
პოლიტიკა
მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტის და გიგა ბოკერიას შეხვედრაში უჩვეულო არაფერია
საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ეკატერინე მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეხვედრაში უჩვეულო არაფერია. მისივე განმარტებით, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და მათი წარმომადგენლები პრეზიდენტთან ძალიან ხშირად დადიან. „ვისი ინიციატივით ინიშნება ასეთი შეხვედრები, ჩემთვის ნამდვილად არ არის ცნობილი. ეს არ იყო პირველი, ერთადერთი და გამონაკლისი შემთხვევა, შესაბამისად, ამაში უჩვეულოს ვერაფერს ვერ ვხედავ. რაც შეეხება იმას, თუ რა საკითხები განიხილებოდა, დღევანდელ შეხვედრაზე მე არ ვიყავი, შესაბამისად, ნამდვილად ვერ გეტყვით, რაზე იყო იქ საუბარი. ეს იყო დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, რაც ძალიან ჩვეულებრივი ამბავია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში”, - განაცხადა მიშველაძემ. ცნობისთვის, აღნიშნული განცხადება მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტსა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)