|
2016-06-16 16:07:43, 611 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია „კაბელების“ საქმეზე: დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს
„დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი სწორ მომენტში, როდესაც მას ექნება სამართლებრივი საფუძვლები, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა. ალასანიას თქმით, დღეიდან „თავისუაფლი დემოკრატები“ ხელმოწერის შეგროვებას იწყებენ, რომელსაც პრეზიდენტს წარუდგენენ. „სამოქალაქო აქტივობა იქნება გადამწყვეტი, რათა მივაღწიოთ დამოუკიდებელ სასამართლოს. მინდა, შევახსენო ყველას, რომ არც ერთ ქვეყანაში სასამართლო თავისით არ გამხდარა დამოუკიდებელი, ხალხის მოთხოვნისა და ხალხის აქტიურობის გარეშე. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ უკვე ფართომასშტაბიან ხელმოწერებს, რომელსაც წარვუდგენთ პრეზიდენტს. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი სწორ მომენტში, როდესაც მას ექნება სამართლებრივი საფუძვლები, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)