|
2016-06-16 14:48:02, 705 ნახვა
პოლიტიკა
საპატრიარქო: სოფი ლორენი შეუძლოდ გახდა და დიდი ბოდიში შემოგვითვალა, რომ ილია მეორესთან შეხვედრაზე ვერ მოდიოდა
საქართველოს საპატრიარქოში სასაცილოს უწოდებენ ინფორმაციას, თითქოს მსოფლიო კინოვარსკვლავმა სოფი ლორენმა ილია მეორესთან შეხვედრაზე უარი თქვა. როგორც "ექსპრესნიუსს" საპატრიარქოს პრესსამსახურში განუცხადეს, სოფი ლორენმა ილია მეორესთან შეხვედრის სურვილი თავად გამოთქვა, თუმცა შეუძლოდ გახდა და პატრიარქის სანახავად მისვლა ამიტომ ვეღარ შეძლო. ამასთან, პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ სოფი ლორენმა პატრიარქი კონცერტზე ნახა: "როგორც წესი, საპატრიარქოში ძალით ჩვენ არავინ მოგვყავს. ისინი თავად ითხოვენ ხოლმე პატრიარქთან შეხვედარს და ამ შემთხვევაში ინიშნება შეხვედრები. ახლაც ასე იყო. ქალბატონ სოფი ლორენს ჰქონდა სურვილი პატრიარქთან შეხვედრის და ამიტომ დაინიშნა შეხვედრა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან გადაღლილი იყო - რამდენადაც ვიცი, ტურბულენტულ ზონაში მოუწია ფრენა მთელი ორი საათის განმავლობაში და ამის გამო დაიძაბა და შეუძლოდ გრძნობდა თავს. ამიტომ ვერ შეძლო მოსვლა. ჩვენ არასოდეს არავისთან არ ვითხოვთ შეხვედრას, აქეთ უთანხმდებიან პატრიარქს შეხვედრაზე, პირიქით არასოდეს ყოფილა. პატრიარქს რომ ჰქონოდა შეხვედრის სურვილი, ამ შემთხვევაში თავად მივიდოდა მასთან შესახვედრად. სოფი ლორენი დღეს, ოთხ საათზე, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ უნდა მოსულიყო საპატრიარქოში. თუმცა, რამდენადაც ვიცი, სოფი ლორენმა პატრიარქი ნახა კონცერტზე", - განუცხადეს "ექსპრესნიუსს" საპატრიარქოს პრესსამსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)