09:22 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 18:01:59, 642 ნახვა

საზოგადოება
მაკა ჩიჩუამ „პირველი ნაბიჯი საქართველო" მოინახულა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, დღეს ადრეული განვითარების ცენტრს „პირველი ნაბიჯი საქართველო" ესტუმრა.  მაკა ჩიჩუას ცენტრის დამფუძნებელმა ნინო ჟვანიამ უმასპინძლა.

ცენტრის ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, პირველმა ლედიმ შეხვედრა გამართა ცენტრის ხელმძღვანელობასთან და მშობლებთან.  შეხვედრისას მაკა ჩიჩუას ცენტრის საქმიანობისა და იმ პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლითაც ხორციელდება ბავშვების მომსახურება.

პირველი ლედი დაინტერესდა ადრეული განვითარების პროგრამით, რომლის ფარგლებში ბავშვები მომსახურებას იღებენ სახლში და ასევე ადრეული განვითარების ცენტრში. ცენტრის ფსიქოლოგებმა პირველ ლედის ასევე  ცენტრის ბაზაზე არსებული დღის ცენტრის შესახებაც უამბეს, რომელიც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს არაფორმალურ განათლებას, რეაბილიტაცია-აბილიტაცია და სოციალურ ინტეგრაციას.

ცენტრის, რომელიც უკვე 18 წელია ფუნქციონირებს, ბენეფიციარები არიან ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები.  ცენტრის ბენეფიციარებს მომსახურებას მულტიდისციპლინური გუნდი უწევს, რომელიც  გამოცდილი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics