|
2016-06-15 12:48:29, 755 ნახვა
პოლიტიკა
რატიანი: "ქართული ოცნება" სრულ აგონიაშია და ყველა ზომას იღებს, რომ არჩევნები გააყალბოს
"ქართული ოცნება" სრულ აგონიაშია და ყველა ზომას იღებს იმისათვის, რომ არჩევნები გააყალბოს", - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის " წევრი სერგო რატიანი "საარჩვნო კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ინიციატივას. რატიანის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში საარჩევნო გარემო გაუარესდეს: "მე მგონი, "ქართული ოცნება" სრულ აგონიაშია, არაადეკვატურია და იღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ გააყალბოს არჩევნები. ეს სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ამას. ძალიან ცუდად იქცევა ხელისუფლება ყველა მიმართულებით-საარჩევნო კოდექსის მიმართულებით, გარდა ამისა, სურს დაიქვემდებაროს საკონსტიტუციო სასამართლო, რომ რამე პრობლემა არ შეექმნას სასამართლოს მიამრთულებით, ასევე მედია და იღებს ახალ ცვლილებებს. ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საარჩევნო გარემო არანორმალური იყოს", - განუცხადა სერგო რატიანმა "ექსპრესნიუსს" პოლიციის მუშაკებს, შესაძლოა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოთხოვნის და თანხმობის გარეშე, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის უფლება მიეცეთ. აღნიშნულს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. მოქმედი კანონმდბელობით, კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მუშაკები შეიძლება გამოიძახონ მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოთხოვნით. ცვლილებების მიხედვით კი, გამონაკლის შემთხვევაში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა არა კენჭისყრის შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელი იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის, ან დაცვის მიზნით. გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოთხოვნით პოლიციის მუშაკები შეიძლება გამოიძახონ არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შენობაში, ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება კენჭისყრის ჩატარებას, ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, არამედ მაშინაც, თუ საფრთხე საზოგადოებრივ წესრიგს ექმნება.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)