|
2016-06-15 12:42:55, 1261 ნახვა
მსოფლიო
ორლანდოელი ტერორისტის მეუღლის სკანდალური აღიარება
ორლანდოელი ტერორისტის მეუღლემ ნურ სალმანმა იცოდა მეუღლის გადაწყვეტილების შესახებ, მოეწყო ტერაქტი. აღნიშნულ ინფორმაციას საგამოძიებო სტრუქტურაზე დაყრდნობით FOX NEWS ავრცელებს. ტელეარხის ინფორმაციით, ხელისუფლებამ შექმნა ადამიანების სპეციალური ჯგუფი, რომლებიც გადაწყვეტენ, თუ რა სასჯელი უნდა მიესაჯოს ამისათვის ტერორისტის ცოლს. ტელეარხი NBC კი აცხადებს, სალმანმა განაცხადა, რომ ის მეუღლის გვერდზე იყო მაშინ, როცა ის ტყვიებს ყიდულობდა საკუთარი იარაღისთვის. შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნურ სალმანმა აღიარა, რომ მეუღლესთან ერთად დადიოდა იმ გეი კლუბში, რომელშიც ეს ტრაგედია დატრიალდა, ასევე Disney World -ის პარკში, რომელიც ასევე განიხილებოდა ტერორისტული აქტის ერთ-ერთ სავარაუდო ადგილად. ცნობისთვის, ორლანდოს გეი-კლუბში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია 50 ადამიანი, 53 კი, დაჭრილია.თავდამსხმელი ფლორიდის მცხოვრები ომარ მატინია, რომელიც პოლიციის მიერ ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული. ორლანდოს ტრაგედია აშშ-ის ისტორიაში მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით, ყველაზე მასშტაბურ ტრაგედიად იქცა, რომელიც იარაღით თავდასხმამ გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)