|
2016-06-15 11:21:19, 1314 ნახვა
მსოფლიო
ლილში ფეხბურთის რუს და ინგლისელ გულშემატკივრებს შორის მორიგი ჩხუბი მოხდა
საფრანგეთის ქალაქ ლილში ფეხბურთის რუს და ინგლისელ გულშემატკივრებს შორის მორიგი ჩხუბი მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, დაპირისპირება ორი ნაკრების გულშემატკივრებს შორის ერთ-ერთ კაფესთან დაიწყო. ჩხუბის დროს რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს. Telegraph-ის ინფორმაციით, ორმა რუსმა გულშემატკივარმა კაფესთან ჩაიარა, რომელშიც ინგლისის ნაკრების 70-მდე გულშემატკივარი იმყოფებოდა. ორივე ნაკრების მხარდამჭერებმა ერთმანეთის სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყეს, შემდეგ კი სკამები ესროლეს. ვითარების დარეგულირება მხოლოდ პოლიციის მისვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს ინგლისელ და რუს გულშემატკივრებს შორის მომხდარი შეტაკების გამო UEFA-მ რუსეთის საფეხბურთო კავშირი 150 ათასი ევროთი დააჯარიმა. ამასთან UEFA-მ დაადგინა, რომ თუ რუსი გულშემატკივრების მონაწილეობით არეულობა განმეორდება, რუსეთის ნაკრები ევრო-2016-ს გამოეთიშება. ამავე დროს, საფრანგეთის პოლიციამ ერთი დღით რუსი გულშემატკივრების ჯგუფი დააკავა. მათ ნაწილს რუსეთში დაადეპორტებენ. ცნობისთვის, დღეს საფრანგეთის ქალაქ ლილში სლოვაკეთისა და რუსეთის ნაკრებებს შორის გაიმართება მატჩი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)