|
2016-06-14 15:06:11, 1421 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის ხელისუფლებამ რუსი გულშემატკივრების ჯგუფის დეპორტაცია გადაწყვიტა
საფრანეგთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან რუსი გულშემატკივრების ჯგუფის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ France Press იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 14 ივნისს ქალაქ მარსელთან ადგილობრივმა სამართალდამცველებმა 29 რუსი გულშემატკივარი გააჩერეს და დოკუმენტები შეუმოწმეს. საფრანგეთის ხელისუფლება შიშობს, რომ ფეხბურთის გულშემატკივრები შესაძლოა, Euro-2016-ის მიმდინარეობის დროს საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. როგორც France Press წერს, რუსი გულშემატკივრების ქვეყნიდან დეპორტაციის გადაწყვეტილება საფრანგეთის მთავრობამ 11 ივნისს ინგლისისა და რუსეთის ნაკრებებს შორის მატჩის შემდეგ მომხდარი არეულობის გამო მიიღო. რუსეთის გულშემატკივრათა გაერთიანების ხელმძღვანელის ალექსანდრ შპრიგინის განცხადებით, ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილება უსამართლოა. მისივე თქმით, საფრანგეთის ხელისუფლება ქვეყნიდან რუსეთის 50-მდე მოქალაქის გაძევებას გეგმავს, მათ შორის ქალების, რომლებსაც არეულობებში მონაწილეობა არ მიუღიათ. ცნობისთვის, რუსი გულშემატკივრები საფრანგეთის ქალაქ ლილთან დააკავეს, რომლებიც ხვალინდელ შეხვედრას უნდა დასწრებოდნენ. მატჩში ერთმანეთს რუსეთი სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)