17:55 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 12:27:51, 753 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც ვარ, რადგან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი

 „არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას, ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც არჩევნების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე განიხილება.

„მე არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას, გამორიცხულია, მე ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას,  სადაც დღეს ვარ, რადგან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილის პირველ ვიცე პრემიერად დანიშვნას გამოეხმაურა.

„რაც შეეხება დიმიტრი ქუმსიშვილის დანიშვნას პირველ ვიცე-პრემიერად, ეს არის გამოწვეული იმით, რომ მე და კახი კალაძე ვიქნებით ძალიან აქტიურად ჩართული არჩევნებში. ეკონომიკურ გუნდს ჭირდება ძალიან კარგი კოორდინაცია და აქედან არის გამოწვეული ეს დანიშვნა.  ამიტომ ყველანაირი დანარჩენი მითქმა-მოთქმა და სპეკულაცია არის უადგილო ამ საკითხთან დაკავშირებით“, - დასძინა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics