|
2016-06-13 17:34:29, 900 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წევრებს შეხვდა, მათ ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა გააცნო და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციას შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კერძო სექტორთან ქვეყანაში არსებული ვითარების განხილვა უაღრესად მნიშვნელოვანია. „კერძო სექტორთან შეხვედრა და მათთან ქვეყანაში არსებული მდგომარეობის განხილვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გავაცანი 2015 წლის შემაჯამაბელი მონაცემები, ასევე ვისაუბრეთ 2016 წლის პირველი კვარტლის შედეგებზე. მოგეხსენებათ, 2016 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 376 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“ - აღნიშნა ქუმსიშვილმა. ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე და იმ შიდა და საგარეო ფაქტორებზე, რომლებიც მასზე გავლენას ახდენენ. მისი განცხადებით, რეგიონში არსებული კრიზისული ვითარების მიუხედავად, საქართველომ შეძლო ეჩვენებინა საპროგნოზოზე მეტი ეკონომიკური ზრდის ტემპი და ამ მაჩვენებლით რეგიონში ლიდერის პოზიცია დაიკავა. მინისტრმა ბიზნეს-ასოციაციის წევრებს გააცნო ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც არსებობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირების და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მატების მიმართულებით. ამასთან, მისივე თქმით, ეკონომიკაში როგორ კარგადაც არ უნდა მიდიოდეს მდგომარეობა, კერძო ბიზნესს ყოველთვის მეტი უნდა და საქართველოს მთავრობა ამას მიესალმება. "შეხვედრაზე განხილული იყო ბიზნესისთვის საინტერესო საკითხების მთელი სპექტრი. მათ შორის, საუბარი წარიმართა დავებისა და კონტრაქტების აღსრულების სწრაფი მექანიზმის შემუშავებაზე. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ამ საკითხზე მალე საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს. „ერთადერთი, რაც შემიძლია დღეს მოგახსენოთ, არის ის, რომ ჩემი პირადი ხელმოწერით, ეკონომიკურმა ბლოკმა მიმართა სასამართლო ხელისუფლებას, სადაც მათ შესთავაზა ღია და გამჭვირვალე პლატფორმის შექმნა. ამ საკითხზე ცოტა ხანში მათი მხრიდანაც გვექნება პასუხი. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ბიუროკრატიას და სწრაფად მისაღებ გადაწყვეტილებებს, რომელიც, ვიცე-პრემიერის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ გადაწყვეტილებები სწრაფად იყოს მიღებული, რათა ბიზნესმა თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს. დასასრულს, გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენელთა მონაწილეობით რეგულარულად გაიმართება.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)