|
2016-06-13 14:55:27, 634 ნახვა
პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თენგიზ ფხალაძემ არასამთავრობოებს 5-9 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის და ვიზალიბერალიზაციის პროცესზე იმსჯელეს. პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინა. ფხალაძის განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. "მნიშვნელოვანია ამ საკითხებთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მათი ხედვა, მათი რეკომენდაციები და ძალიან მნიშვნელოვანია შეჯერებული ქმედება სწორედ იმ დროს, როდესაც აქტუალური ნაბიჯებია გადასადგმელი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კუთხით", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)