|
2016-06-13 11:22:42, 626 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: მერაბიშვილის გათავისუფლებაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ იმოქმედებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ვინაიდან ყოფილი მაღალჩინოსანი ვანო მერაბიშვილი არ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, არამედ სასჯელს იხდის და მისი ვადამდე გათავისუფლება არ იგეგმება, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მასზე ვერ იმოქმედებს. ამასთან, როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, იუსტიციის სამინისტროს სტრასბურგის სასამართლოში ზეპირი განხილვა არ მოუთხოვია, ვინაიდან, მინისტრის შეფასებით, მერაბიშვილის საქმე ექსტრაორდინალური არ არის. „ჩვენ არ ჩაგვითვლია, რომ ვანო მერაბიშვილის საქმე არის რაიმე არაჩვეულებრივი, ან ისეთი ექსტრაორდინალური, რომელიც მოითხოვდა ზეპირი განხილვის მოთხოვნას სტრასბურგში, ეს არის ერთი რიგითი პატიმრის რიგითი საჩივარი, ამიტომ, მე არ მომითხოვმია ზეპირი განხილვა, ეს იქნებოდა რესურსის ზედმეტი ხარჯვა. ხვალ გამოდის გადაწყვეტილება, არვიცით, რა თქმა უნდა, წინასწარ, რა იქნება გადაწყვეტილებაში, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ვანო მერაბიშვილი, როგორც სხვა პატიმრები, მისი პოლიტიკური გუნდიდან, რამდენიმე მათგანი ახლა უკვე აღარ არის, წინასწარ პატიმრობაში, ისინი იხდიან სასჯელს და კონკრეტულად ბატონი ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში არ იგეგმება მისი ვადამდე ადრე გათავისუფლება. აქედან გამომდინარე, ამაზე ხვალინდელი გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს ის, ვერ იმოქმედებს“,-განაცხადა თეა წულუკიანმა. სტრასბურგის სასამართლო, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას 14 ივნისს გამოაცხადებს.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)