|
2016-06-11 13:28:17, 1291 ნახვა
მსოფლიო
დამასკოში ორი აფეთქება მოხდა
სირიის ქალაქ დამასკოში ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედიის იფნორმაციით, ტერორისტებმა ჯერ ავტომანქანა ააფეთქეს, შემდეგ კი თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. წინასწარი ინფორმაციით ათობით ადამიანი დაშავდა. როგორც მედია საშუალება წერს, აფეთქება ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში შიიტურ რაიონში მოხდა. ცნობისთვის, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელწმიფომ“ აიღო. ამასთან, BBC სირიაში კიდევ ერთი ინციდენტის შესახებ იუწყება. მედიის ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ძალებმა დამასკოს ალყაში მოქცეული რაიონი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰუმანიტარული ტვირთის მიღებიდან რამდენიმე საათში დაბომბეს. BBC-ის ცნობით, ავიაციამ დარაიაში 28 ჭურვი ჩამოაგდო, რამაც მოსახლეობისთვის დახმარების დარიგებას ხელი შეუშალა. ცნობისთვის, მედიკამენტები და საკვები დარაიაში 2012 წლის შემდეგ პირველად ჩაიტანეს. პარალელურად, სირიის ოპოზიციური ძალები ავრცელებენ ცნობას, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით ალყაში მოაქციეს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ქალაქი. მათ ისლამისტებს მანბიჯისკენ მიმავალი უკანასკნელი გზა ჩაუკეტეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)