2016-06-10 18:52:06, 653 ნახვა
საზოგადოება
N12 პენიტენციურ დაწესებულებას საქართველოს ფრენბურთის ფედერაციამ საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N12 პენიტენციურ დაწესებულებას საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ნაკრების წევრებმა საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცეს.
მსჯავრდებულებისვის განკუთვნილ საჩუქრებს შორის იყო სპორტული მაისურები, ბურთები და სხვა საჭირო ინვენტარი.
შეხვედრაზე სპორტსმენებსა და მსჯავრდებულებს შორის ფრენბურთში ამხანაგური მატჩიც გაიმართა.
ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ირაკლი ჩაჩუამ მზადყოფნა გამოთქვა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან სამომავლო თანამშრომლობისთვის.
შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ფარგლებში ჩატარდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან