|
2016-06-10 17:15:02, 622 ნახვა
პოლიტიკა
რატიანი: ე.წ. გერმანული მოდელის მისაღებად თუ ჩვენი ხმები გახდა საჭირო, პარლამენტში მივალთ
„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს. უმცირესობის წევრები პარლამენტში მისვლას ისევ არ გეგმავენ, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განუცხადა. დეპუტატი აცხადებს, რომ ბოიკოტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტენ, თუ ე.წ. გერმანული მოდელის მიღებისთვის მათი ხმები გახდება საჭირო. პოზიციის დასაფიქსირებლად კი საპარლამენტო სხდომებზე მისვლას არ აპირებენ. „არ გვინდა, რომ შევიდეთ სხდომაზე, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და უმცირესობაში ვიყოთ. ასეთ შემთხვევაში არ ვაპირებთ პარლამენტში მისვლას. ჩვენ შედეგზე ვართ ორიენტირებული. ამ ეტაპზე სხდომაზე მისვლას არანაირი აზრი არ აქვს“, - აღნიშნა რატიანმა. კითხვაზე აპირებენ თუ არა სხდომაზე მისვლას იმ შემთხვევაში თუ მათი ხმები გადამწყვეტი გახდება პასუხობს, რომ ასეთ ვითარებაში პარლამენტში მივლენ. იგი არ იზიარებს პოზიციას, თითქოს ე.წ. გერმანული მოდელის განხილვა მათი არყოფნის გამო ჩაიშალა. აღნიშნულზე პასუხისმგებლობას საპარლამენტო უმრავლესობას აკისრებს. „იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ხმები გახდება საჭირო პარლამენტში მივალთ. ჩვენ კონსულტაციის რეჟიმში ვართ. უმრავლესობას არ აქვს თავი და უნარი, რომ ნორმალური სხდომა ჩაატაროს, რათა ნორმალური საპარლამენტო ცხოვრება იყოს. ისინი მოდიან მხოლოდ იმისთვის და იმ შემთხვევაში, როცა ეს სჭირდება ბიძინა ივანიშვილს. როცა ამის საჭიროება არაა კონსულტაცია ჭირს და როგორც ჩანს ახლაც ამასთან გვქონდა საქმე“, - განუცხადა სერგო რატიანმა „ექსპრესნიუსს“.
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)