|
2016-06-10 13:54:55, 905 ნახვა
რეგიონი
დავით სერგეენკო და ნუგზარ სურმანიძე აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდნენ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონული დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს და უპასუხეს დასმულ შეკითხვებს. "ჩვენ ამ შეხვედრაზე საშუალება გვქონდა გაგვეზიარებიან აჭარის სამედიცინო საზოგადოების მოსაზრებები. რაც მთავარია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან მივიღეთ ნათელი და მკაფიო გზავნილი, რომ ის გზა რასაც ადგას საქართველოს ჯანდაცვის სიტემა, კერძოდ საყოველთაო ჯანდაცვა, არის ცალსახად სწორი მიმართულება და ეს არის ქვეყნის განვითარების, მათ შორის ეკონომიკური წინსვლის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა“, - აღნიშნა მინისტრმა დავით სერგეენკომ შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრაზე დაავადებათა პრევენცია განიხილეს. „ქალბატონმა ჟუჟანამ ისაუბრა იმ დადებით ტენდენციებზე, რაც აჭარაში მიმდინარეობს. ეს გახლავთ პროფილაქტიკური აცრები, რაშიც ჩვენ ნამდვილად ლიდერები ვართ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა გამოწვევებზე, რომელიც დღეს მსოფლიოს წინაშე არსებობს, ეს გახლავთ სასწრაფო სამედიცინო სამსახურების რეორგანიზაცია და გამოწვევბი, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯანდაცვის მსოფიო ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობით შევძლებთ ჩვენი მოსახლეობისათვის ეფექტური სამედიცინო მომსახურების მიწოდებას და დავიცვათ მათ ჯანმრთელობას", - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ. შეხვედრას სამედიცინო საზოგადოების 50-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)