|
2016-06-10 13:00:21, 611 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა "რუსთავი2"-ის საქმეზე: დარწმუნებული ვარ, სამართალი მაინც იზეიმებს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, "რუსთავი2“-თან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც ბოკუჩავამ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, განზრახ იყვნენ შერჩეული ისეთი მოსამართლეები, რომლებიც პირდაპირ დაექვემდებარებოდნენ ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილს. "კარგად ვიცით მრავალი კითხვის ნიშანი, რაც არსებობდა ამ მოსამართლეების მიმართ. ერთი საერთოდ უფლებამოსილი არ იყო, რომ სამოქალაქო საქმე განეხილა, მეორე თაღლითობაში იყო ეჭვმიტანილი. რამდენჯერმე გამოიცვალა კოლეგიები იმისათვის, რომ მოეძებნათ ისეთი კოლეგია, რომელიც საერთოდ კითხვის ნიშანს არ დასვამდა ამ საქმის სამართლებრივ ნაწილთან. პირდაპირ მიიღებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, შეასრულებდა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას, რომელზეც მან ძალიან ღიად განაცხადა, როცა მოვიდა ხელისუფლებაში, რომ მისი განზრახვა იყო პირდაპირ გადაეფორმებინა, მიეტაცებინა დამოუკიდებელი, პროდასავლური და ოპოზციურად განწყობილი ტელევიზია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნამდვილად არ იყო სიურპრიზი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. მისივე შეფასებით, სამართალი მაინც იზეიმებს მაშინ, როცა 8 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას "არას" ეტყვის. "დარწმუნებული ვარ, რომ მაინც იზეიმებს სამართალი იმ მხრივ, რომ ადამიანების და საზოგადოების ერთსულოვნება "რუსთავი2"-ის დამოუკიდებლობის დაცვაში, იყო ის, რამაც გადაარჩინა "რუსთავი2" აქამდე და დარწმუნებული ვარ, ის მაინც შეინარჩუნებს თავის დამოუკიდებლობას. საბოლოო და ყველაზე მნიშვნელოვანი განაჩენი იქნება 8 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ამომრჩეველი გამოუტანს განაჩენს ბიძინა ივანიშვილს და ეტყვის არას არაფორმალურ, უნიათო და სრულიად არანორმალური ფორმის მმართველობას საქართველოში",- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ. შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გაადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ტელეკომპანიის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას ითხოვდნენ. ურთმელიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის წილის 100% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა. კერძოდ, „რუსთავი 2“-ის წილის 60% უშუალოდ ქიბარ ხალვაშს, 40% კი, მის კუთვნილ კომპანია "პანორამას".
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)