16:21 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 11:15:55, 635 ნახვა

პოლიტიკა
საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელს დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ

საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელს პარლამენტის დღევანდელ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

ცვლილებები, საარჩევნო კოდექსში შედის. ე.წ. გერმანული მოდელი ერთპალატიან პარლამენტში მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების ერთობლიობას ითვალისწინებს.

დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა გულისხმობს 50%-ის პროპორციულ სისტემით არჩევას და მეორე 50%-ს-მაჟორიტარულით. გამოდის, რომ გამარჯვებული პარტია დაახლოებით 25%-ით მეტ მანდატს იღებს, ვიდრე მან მიიღო ამომრჩევლის ნდობის თვალსაზრისით. არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გერმანული მოდელი სწორედ ამ უთანაბრობას არეგულირებს.

კერძოდ, გერმანული მოდელის შემთხვევაში ნარჩუნდება ერთმანდატიანი ოლქები და პროპორციული სისტემა იმავე ერთპალატიან პარლამენტში,  მაგრამ მანდატები ნაწილდება პროპორციულში მიღებული ხმების შესაბამისად. მაგალითად, თუ 150 წევრიან პარლამენტში კონკრეტულმა პარტიამ მიიღო 40%, დაახლოებით 30 მანდატი და მოიგო მაჟორიტართა გარკვეული რაოდენობა, დავუშვათ 73 ოლქიდან მოიგო 40,  ეს იმას ნიშნავს, რომ 40% დაახლოებით 30 მანდატს გულისხმობს, გერმანული მოდელის თანახმად, ამ მანდატებს პირველ რიგში ავსებენ გამარჯვებული მაჟორიტარები, ხოლო შემდგომ 60 მანდატამდე ივსება პროპორციული სიით, ანუ პროპორციულიდან გადმოდის არა 30 მანდატი როგორც ეს ხდება დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემით, არამედ მხოლოდ დამატებით 20 მანდატი.  მთლიანობაში კი,  60 მანდატი იქნება უზრუნველყოფილი.

 საკანონმდებლო პაკეტი ინტერპარტიულმა ჯგუფმა  მოამზადა,  რომლის ინიცირებაც ფრაქცია  ,,რესპუბლიკელების" მიერ მოხდა.  ისინი იმედოვნებენ,  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტს შეწყვეტს და პლენარულ სხდომას დაესწრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics