|
2016-06-09 17:51:15, 577 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი იოჰანეს ჰანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანს პირისპირ შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ეფექტიანად შეასრულა ყველა ვალდებულება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების გზით. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტში განხილვისას, საქართველო ელის მის მიერ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების შესაბამის მიდგომას. საქარათველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ დაწყებული პროცესი მალე და წარმატებით დასრულდება. როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, ჩვენი ქვეყანა მტკიცედ ერთგული რჩება, რათა ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის გზით გააძლიეროს ძალისხმევა ევროკავშირთან პოლიტიკური გაერთიანებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისათვის. შეხვედრისას ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზეც გაამახვილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების შედეგად ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. საქართველო განსაკუთრებით შეშფოთებულია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 19 მაისს განხორციელებული მკვლელობის ფაქტის გამო. გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა, გუშინ სოფელ ავლევის მიმდინარე ტერიტორიაზე, ეგრეთწოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვასთან დაკავშირებით. საქარათველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ადგილზე ჩართულობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, რომელიც საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმად და ძირითად გარანტორად რჩება.
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)