|
2016-06-09 14:22:53, 627 ნახვა
პოლიტიკა
კონგრესმენი: შეცდომა იყო ის, რომ 2008 წელს, ნატომ საქართველო თავის რიგებში არ მიიღო
„ვფიქრობ, შეცდომა იყო ის, რომ 2008 წელს ნატომ საქართველო და უკრაინა თავის რიგებში არ მიიღო. ნატოს რომ მაშინ საქართველო მიეღო, პუტინის გეგმები დღეს სულ სხვაგვარი იქნებოდა", - ამის შესახებ აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლთა პალატის წევრმა, დემოკრატმა ელიოტ ენჯელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კონგრესმენის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გმობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, ვინაიდან სადავო საკითხები აგრესიით არ უნდა წყდებოდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა და დემოკრატიის მშენებლობა იმისათვის, რომ ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ელიოტ ენჯელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკვე 25 წელია, რაც აქტიურად ეხმარება საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლასა და დემოკრატიის მშენებლობაში. „25 წლის წინ საქართველო არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ასე რომ, ქართველმა ხალხმა უკვე იცის, თუ რას ნიშნავს იყო თავისუფალი და ასევე ისიც, თუ რას ნიშნავს არ იყო თავისუფალი. მაგრამ ქართველმა ხალხმა აირჩია თავისუფლება და ის ყველაფერზე მაღლა დააყენა", - განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)