|
2016-06-09 13:59:13, 601 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ მაჭავარიანი: არ ვთვლი საჭიროდ გიორგი ვაშაძეს ვუპასუხო, ის ჩემთვის გუშინდელი დღეა
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ის არ თვლის საჭიროდ გიორგი ვაშაძის განცხადებებს უპასუხოს. როგორც "ექსპრენიუსს" მაჭავარიანმა განუცხადა, ვაშაძე მისთვის გუშინდელი დღეა და "ნაციონალური მოძრაობის" ათეულში არავის, მათ შორის არც ვაშაძეს არ ქონია გარანტირებული ადგილი. "არავის არ ქონია ათეულში გარანტირებული ადგილი. ახლა ვაშაძე რაღაც თემებს იგონებს და თავს იმართლებს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ არავის ჰქონია ათეულში გარანტირებული ადგილი. შეხედეთ ჩვენს ათეულს - ეს არის ბაქრაძე და ახალი სახეები. ვაშაძე ჩემთვის გუშინდელი დღეა", - განაცხადა მაჭავარიანმა. ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიხეილ მაჭავარიანს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმაც კი დასცინეს. ვაშაძემ კომენტარი მაჭავარიანის იმ განცხადებაზე გააკეთა, როდესაც მაჭავარიანმა თქვა, რომ ვაშაძემ პარტია განაწყენებულმა დატოვა, ვინაიდან ის სიის ათეულში ვერ მოხვდა. შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძის განცხადებით "ნაციონალურ მოძრაობაში" კაბინეტური მმართველობა იყო და მიუხედავად იმისა, რომ მას გარანტირებული ადგილი ჰქონდა პარლამენტში, "ნაციონალური მოძრაობა" მაინც დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)