|
2016-06-08 18:25:34, 508 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: მნიშველოვანია, გავაცნობიეროთ, რომ MAP-ის გარეშეც ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი
"მნიშველოვანია, გავაცნობიეროთ, რომ MAP-ის გარეშეც ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი" - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი განცხადებით, "MAP-ის გარეშეც ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, რათა მივიღოთ უფრო მეტი ნატო საქართველოში, ასეევე უფრო მეტი საქართველო ნატო-ში". “გასული წლის დეკემბერში ჩვენ განვაცხადეთ, რომ MAP-ი რჩება ინტეგრაციული პროცესის ნაწილად. ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რას მოისურვებენ სახელმწიფოების მეთაურები და მთავრობები, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერის გაგრძელება, MAP-ის მნიშვნელობაზე ფოკუსირება. ეს არის მიდგომა, რომელიც ალიანსში მხარდაჭერით სარგებლობს. მნიშველოვანია, გავაცნობიეროთ, რომ MAP-ის გარეშეც ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, რათა მივიღოთ უფრო მეტი ნატო საქართველოში, ასევე უფრო მეტი საქართველო ნატო-ში. სწორედ ამას ვაკეთებთ და ეს არის მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ისე ნატო-სთვის”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)