|
2016-06-08 17:41:00, 569 ნახვა
პოლიტიკა
ტუსკი ვიზალიბერალიზაციაზე: მწამს, ეს გადაწყვეტილება სულ მალე იქნება მიღებული
მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ასოცირების ხელშეკრულება, საბოლოოდ 1 ივლისს შევა ძალაში და ჩვენ აქედან მაქსიმალურ სარგებელს ველოდებით, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკიმ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ტუსკის თქმით, შეხვედრაზე საქართელოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზეც ისაუბრეს. "როგორც იცით დეკემბერში ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ის საჭირო მოთხოვნები და კრიტერიუმები, რათა საბოლოო გადაწყვეტილება იყოს პოზიტიური. მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება სულ მალე იქნება მიღებული. ამჟამად, ევროპარლამენტში მიმდინარეობს კომისიის წინადადების განხილვა, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიენიჭოთ უვიზო მიმოსვლა შენგენის ქვეყნებში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა", - განაცხადა ტუსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)