|
2016-06-08 17:25:56, 665 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: მიხეილ მაჭავარიანს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმაც კი დასცინეს
„მაჭავარიანს რამე მაინც ხომ უნდა ეპასუხა ჩემი განცხადებისთვის?! მეტი ვერაფერი მოიფიქრა. მას ამის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმაც კი დასცინეს“, - ასე უპასუხა „ახალი საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ „ექსპრესნიუსის“ კითხვას - რამდენად მართალია მაჭავარიანის განცხადება, რომ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიული სიის ათეულში ვერ მოხვედრის გამო დატოვა. „თქვენც ხვდებით, რომ ეს თითიდან გამოწოვილი მიზეზებია. მაჭავარიანს რამე მაინც ხომ უნდა ეპასუხა ჩემი განცხადებისთვის?! მეტი ვერაფერი მოიფიქრა. მას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმაც კი დასცინეს. ჩემთვის სკამი არაფერს ნიშნავს. ახლაც პარლამენტის წევრი ვარ. იმასაც ვერ ამბობენ, რომ პარლამენტში გარანტირებული ადგილი არ მექნებოდა. თუ პროცესებს ვერ მიყვები, შედეგი არ გექნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში. „ექსპრესნიუსი“ გიორგი ვაშაძესთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)