05:16 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 12:36:58, 639 ნახვა

საზოგადოება
მშვიდობის გლობალურ რეიტინგში 163 ქვეყანას შორის საქართველო 85-ე ადგილს იკავებს

საქართველო მშვიდობის გლობალურ რეიტინგიში 163 ქვეყანას შორის 85-ე ადგილს იკავებს. 2015 წელთან შედარებით, საქართველომ პოზიცია 7 საფეხურით გააუმჯობესა. წინა წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანა 92-ე ადგილზე იყო, 2014 წელს კი 117-ე ადგილს იკავებდა.

მშვიდობის გლობალური ინდექსის მონაცემების თანახმად, 2015 წელს მსოფლიოში შეირაღებული კონფლიქტების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო. მათივე მონაცემებით, ლტოლვილთა რაოდენობამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, მსოფლიოში ძალადობის დონის მკვეთრი ზრდა გამოწვეულია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებით და საომარი მოქმედებებით. ანგარიშში საცხოვრებლად ყველაზე საშიშ ქვეყნად სირიაა აღიარებული. ის რეიტნგში 163-ე ადგილს იკავებს.  სირიას მოსდევს სამხრეთ სუდანი, ერაყი, ავღანეთი და სომალი.

ამასთან, ყველაზე მშვიდობიან ქვეყნად კი ისლანდია დასახელდა. პირველ ხუთეულში ასევე დანია, ავსტრია, ახალი ზელანდია და პორტუგალია მოხვდნენ.

მშვიდობის გლობალური ინდექსის მონაცემებით, 2015 წელს ტერორისტული თავდასხმების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ტერაქტების უმეტესი ნაწილი ხუთ ქვეყანაში - სირიაში, ერაყში, ნიგერიაში, ავღანეთსა და პაკისტანში განხორციელდა.

მკვლევარების ინფრომაციით, ევროპა მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიან რეგიონად რჩება, თუმცა სპეციალისტების განცხადებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროპულ ქვეყნებში ტერაქტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

ცნობისთვის, რეიტინგი 23 ფაქტორის გათვალისწინებით შეადგინეს, როგორიცაა შიდა - ძალადობისა და კრიმინალის დონე ქვეყანაში, ისე საგარეო - მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები, სამხედრო ხარჯების დონე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics