|
2016-06-08 12:02:29, 556 ნახვა
პოლიტიკა
ნარმანია მელიაზე: პოლიტიკურად გაკოტრებული ადამიანების განცხადებები საზოგადოებისთვის საინტერესო არაა
„პოლიტიკურად გაკოტრებული და სიცრუის ტირაჟირებაზე ორიენტირებული ადამიანების მხრიდან ამ ტიპის განცხადებები არ მგონია საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი დავით ნარმანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნიკა მელიას და ირაკლი აბესაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჰესის აშენებას გეგმავს. ნარმანიას თქმით, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია კიდევ უფრო ვითარდება და რამე სახის შემზღუდავ, საზოგადოებისთვის მიუღებელ ქმედებას ადგილი ნამდვილად არ ექნება. „პოლიტიკურად გაკოტრებული და სიცრუის ტირაჟირებაზე ორიენტირებული ადამიანების მხრიდან ამ ტიპის განცხადებები არ მგონია საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. არც ჩემთვის არის საინტერესო. ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ჩვენ ყველა კითხვას ვუპასუხეთ, როცა მე მივედი საკრებულოში ყველა საკითხი ძალიან ნათელი და მკაფიოა საზოგადოებისთვის. ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია კიდევ უფრო ვითარდება და რაიმე სახის შემზღუდავ ან საზოგადოებისთვის მიუღებელ ქმედებას იქ ადგილი ნამდვილად არ ექნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)