|
2016-06-08 10:56:48, 603 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ამერიკელ პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეებს ჯილდოებს გადასცემს
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას უმასპინძლებს, რომელიც დღეს ვაშინგტონში გაიმართება. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას ასევე მიიღებს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას აშშ-ს მხრიდან სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ტონი ბლინკენი (Tony Blinken), თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ელისა სლოტკინი (Elissa Slotkin), და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გეილ სმითი (Gayle Smith) მიესალმებიან. საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიხეილ ჯანელიძე ღონისძიების ფარგლებში ღირსების ორდენით დააჯილდოვებს საქართველოს მეგობართა ჯგუფის (Georgia Caucus) თანათავმჯდომარეს კონგრესმენ თედ პოს (Ted Poe), აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს ბრიუს ენდრიუსს (Bruce Andrews) და ჰეპატიტი C ელიმინაციის პროექტის ერთ-ერთ ინიციატორს, აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ცენტრის დირექტორს ენტონი ფაუჩის (Anthony Fauci). საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღების ფარგლებში სტუმრების წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარსდგებიან მომღერალი ნინო ქათამაძე და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, ასევე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი „Dancing Crane Georgian Cultural Center". ღონისძიების ფარგლებში მოწვეული სტუმრებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მათ შორის გათამაშდება დასასვენებელი საგზურები საქართველოში, ქართული ღვინო და სასაჩუქრე კომპლექტი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებს 2016 წლის 7-10 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვია, რა დროსაც გაიმართება მიხეილ ჯანელიძის შეხვედრები აშშ-ს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში.
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)