|
2016-06-06 23:07:44, 501 ნახვა
პოლიტიკა
ტორბიორნ იაგლანდი: ევროპის საბჭო აფასებს პრეზიდენტის ჩართულობას საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების საკითხში
"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის აქტიური ჩართულობა, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და გრძელვადიანი წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება - ეს ის საკითხებია, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიისათვის გაკეთებულ განცხადებებში გაამახვილეს ყურადღება. როგორც ტორბიორნ იაგლანდმა აღნიშნა, ევროპის საბჭო აფასებს იმ რეფორმებს რომელიც საქართველოში ხორციელდება და ასევე, პრეზიდენტის ჩართულობას საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების საკითხში. "ვაფასებთ, ასევე, პრეზიდენტის ჩართულობას არჩევნების კონსტრუქციული გზით წარმართვაში. ეს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საქართველო - ევროპის საბჭოს ინტენსიური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. "უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მივიღეთ ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც წინ წასწევს საქართველოს პოზიტიური გზით განვითარებას. ჩვენ სიღრმისეულად განვიხილეთ მოქალაქეების უფლებები და მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საოკუპაციო ხაზთან"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს ევროპის საბჭოს იმ ანგარიშის გამო, რომელიც ახლახანს მიიღო მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით. "იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება წინ წასწევს იმ სიტუაციას, რაც არის შეშფოთების საგანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს, როგორც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, ასევე, დეტალურად მიმოიხილეს დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობა საქართველოში. გიორგი მარგველაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალური დივანი საქართველოში მოიწვია.
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე: კობახიძეს რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
ქუთაისში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა, ორი პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)