|
2016-06-06 14:37:25, 590 ნახვა
პოლიტიკა
განათლების ახალი მინისტრი ხვალ „აუდიტორია 115“-ის სტუდენტებს შეხვდება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ხვალ 10:00 საათზე „აუდიტორია 115“-ის სტუდენტებს შეხვდება. როგორც ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრას ერთჯერადი ხასიათი არ ექნება და მას სტუდენტებთან ხშირი კომუნიკაცია ექნება. ამასთან, ჯეჯელავა დარწმუნებულია, რომ განათლების სისტემას გააუმჯობესებს: „დღეს ვერ ვახერხებ სამწუხაროდ ტექნიკური მიზეზების გამო. ხვალ 10:00 საათზე ვიქნები სტუმრად აუდიტორია 115-ში და მგონია, რომ არა მხოლოდ ხვალ, ძალიან ხშირად ვიქნები სტუდენტებთან სტუმრად, რადგან ჩემი პირდაპირი მოვალეობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ამ ხალხთან რომ სულ ვიმუშაო და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც კრიზისია. ჩვენ აუცილებლად გავაუმჯობესებთ განათლების სისტემას. რადგან ჩემთვის პირველი შეხვედრაა, ვაპირებ, რომ უფრო მეტი მოვუსმინო, ვიდრე ვისაუბრო, რადგან ეს აკლია ჩვენ რელობას. ვაპირებ შევთავაზო, განვაახლო ის შეთავაზება, რაც პრემიერმა გააჟღერა თავის დროზე, რომ შეიქმნას პლატფორმა მუდმივმოქმედი ფორმატი, სადაც ჩვენ შევძლებთ ყველა მხარე შევქმნათ და ყველამ ერთად გადავწყვიტოთ, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება“, -განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ და დასძინა, რომ შეხვედრას თვითმმართველობის წევრებთანაც გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)