|
2016-06-06 14:35:18, 649 ნახვა
პოლიტიკა
მეჭიაური: ლევან ვასაძის დაფინანსებაზე უარს არ ვიტყვით, მის ფულს სუნი არ ასდის
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ლევან ვასაძე ეროვნული პიროვნებაა და მის ფინანსებს სუნი არ ასდის. ამის შესახებ მეჭიაურმა პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, პარტიის დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციას საზოგადოება ნელ-ნელა მიიღებს. ამასთან, მეჭიაურის თქმით, ლევან ვასაძეს პარტიასთან თანამშრომლობა შესთავაზა. „ჩვენ რეგიონებშიც გვყავს მომხრეები, რომლებიც თავად აგვარებენ მთელ რიგ საკითხებს. უკვე რამდენიმე ოფისი მეგობრულად შემოგვთავაზეს, მოლაპარაკებები გვაქვს მეგობარ პარტიებთან. ლევან ვასაძესთან დაკავშირებით კიდევ ვიმსჯელებთ, გვაქვს დრო, თანმშრომლობა ნამდვილად შევთავაზეთ. იქნება თუ არა დამფინანსებელი, რატომაც არა, უარს არ ვიტყვით. ის ეროვნული პიროვნებაა და მის ფინანსებს სუნი არ ასდის“,-განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)