|
2016-06-06 13:35:45, 736 ნახვა
პოლიტიკა
ყველაზე მეტი თანხა „ქართულ ოცნებას“ შესწირეს, მეორე და მესამე ადგილებს „სახელმწიფო ხალხისთვის“ და „ნაცმოძრაობა“ ინაწილებენ
სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახური პარტიების შემოწირულობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ინფორმაცია მაისის თვეს მოიცავს. შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს, პარტიას ერთი თვის განმავლობაში 1 370 745,00 შესწირეს, მეორე ადგილს პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერობს 266 407,72 ლარით, ხოლო მესამე ადგილს „ნაციონალური მოძრაობა“ 54 049,32 ლარით იკავებს. პარტიების შემოწირულობების მონაცემები, რომელიც 2016 წლის 1 მაისიდან 31 მაისის მონაცემებს მოიცავს ასე გამოიყურება: „მ.პ.გ. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" 1 370 745,00 "პლატფორმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა-სახელმწიფო ხალხისთვის" 266 407,72 საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 113 064,50 პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის 81 295,53 მ.პ.გ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 54 049,32 მ.პ.გ. "თავისუფალი დემოკრატები" 28 000,00 ა.ა.ი.პ "გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის" 26 732,00 მ.პ.გ. "ჩვენი სამშობლო" 11 000,00 მ.პ.გ. "საქართველოს მშვიდობისათვის" 2 360,00 პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი საქართველო" 2 065,00 საქართველოს რესპუბლიკური პარტია 1 060,00 პოლიტიკური გაერთიანება "მემარცხენე ალიანსი" 1 000,00 საქართველოს კონსერვატიული პარტია 120,00“, - ნათქვამია მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციაში. ჯამში პარტიებმა 1 957 899,07 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)