|
2016-06-04 16:44:58, 568 ნახვა
პოლიტიკა
ჟენევის მოლაპარაკების რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წევრები: თბილისის კურსი, დაუახლოვდეს ნატო-ს, სამხრეთ კავკასიას დესტაბილიზაციით ემუქრება
თბილისის აჩქარებული კურსი, დაუახლოვდეს ნატო-ს, სამხრეთ კავკასიას დესტაბილიზაციით ემუქრება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკ-ოსეთია“ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ჟენევის მოლაპარაკების რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წევრებმა გააკეთეს. ცხინვალში დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის სრულუფლებიანი წარმომადგენლისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ჟენევის მოლაპარაკებების მომავალ რაუნდამდე კონსულტაციები გამართეს. „ცხინვალში განსაკუთრებული შეშფოთება ნატო-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისა და მძიმე საბრძოლო ტექნიკის გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე წვრთნამ გამოიწვია. ჩვენი მიზანია ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეების ყურადღების საქართველოსა და მისი მოკავშირეების საშიში ქმედებისკენ მიპყრობაა“, - ნათქვამია რუსეთისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა ოფიციალურ განცხადებაში. შეხვედრის მონაწილე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება კავკასიის რეგიონში ძალის გამოყენებისთვის თავის არიდების საკითხსა და საქართველოსთან სამშვიდობო მოლაპარაკების წარმოებაზე გაამახვილეს. შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებები 2008 წლიდან პერიოდულად იმართება. შეხვედრებს, სამხრეთ ოსეთის, ოკუპირებული აფხაზეთის, საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის და ასევე ნატო-ს დელეგაციები ესწრებიან. ცნობისთვის, მორიგი შეხვედრა 14-15 ივნისს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)