|
2016-06-04 14:55:42, 617 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი 2“-ს და „ტაბულას“ პირდაპირ ეთერში მონაწილეობას კონკრეტული პირობებით სთავაზობს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანიებს „რუსთავი 2“-ს და „ტაბულას“ პირდაპირ ეთერში მონაწილეობას კონკრეტული პირობებით სთავაზობს. ექს-პრემიერის შეთავაზებას „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს. ივანიშვილი ტელეკომპანიებს პირდაპირი ეთერის თარიღად 8 ივნისს სთავაზობს. შეთავაზებაში ასევე ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილისა და გადაცემის მოდერატორის გარდა, ეთერში მონაწილეობა თითო არხიდან ორმა ან სამმა ჟურნალისტმა უნდა მიიღოს. ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება "რუსთავი 2"-ს და "ტაბულას" „ჟურნალისტები რიგრიგობით სვამენ კითხვებს, რესპოდენტი პასუხობს, კითხვების თანმიმდევრობას და რეგლამენტს უზრუნველყოფს მოდერატორი. თემები: შეხვედრის ერთი ნაწილი დაეთმობა "რუსთავი 2"-ის და "ტაბულას" გადაცემებში საზოგადოებისთვის მიწოდებული იმ ინფორმაციების განხილვას რომლებიც შეეხებოდა ივანიშვილის პერსონას და ხდებოდა სიცრუის ტირაჟირება. მეორე ნაწილი დაეთმობა ივანიშვილის წერილში გაჟღერებული თემების განხილვას. ბოლოს, არხებს ექნებათ საშუალება დასვან სხვა, მათთვის საინტერესო კითხვები“, - ნათქვამია ივანიშვილის შეთავაზებაში, რომელსაც ნიკა გვარამია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)