|
2016-06-03 17:22:57, 556 ნახვა
პოლიტიკა
სომხეთ-საქართველოს ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი სომხეთში, ქალაქ დილიჟანში იმყოფებოდა, სადაც სომხეთ-საქართველოს ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ერთიანი გადაწყვეტილების მიმღები კომიტეტის მე-3 ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიული თანამშრომლობის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებით მრავლი პროექტი ხორციელდება. ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის მთავარი მიზანი საზღვრისპირა რეგიონების განვითარება, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნაა. განსაკუთრებული ყურადღება მოსაზღვრე რეგიონებში ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას და ურთიერთ-კონტაქტების დამყარებას ეთმობა. დილიჟანში გამართულ შეხვედრაზე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) ერთიანი გადაწყვეტილების მიმღებ კომიტეტს 2016 წლის მარტი-აპრილის თვეებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გააცნო და პროგრამის მიმდინარეობის ტემპები და მიმართულებები დადებითად შეაფასა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)