|
2016-06-03 15:28:19, 505 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტრო - „GRETA“ ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით გატარებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი (GRETA) ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს. ამის შესახებ ექსპერტთა ჯგუფის მეორე რაუნდის შეფასებაშია ნათქვამი. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მეორე რაუნდის შეფასების ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2012 წლიდან საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში როგორც პრევენციული, ისე მსხვერპლთა დაცვის, პროაქტიული გამოვლენისა და თანამშრომლობის მიმართულებით. ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული როგორც კანონმდებლობის დახვეწის, ისე ინსტიტუციური განვითარების კუთხით გატარებული ღონისძიებები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და მიგრაციის შესახებ კანონის მიღებას, ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების საკითხის მოწესრიგებისა და ტრეფიკინგის პროაქტიული გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით კანონმდებლობის დახვეწას. ექსპერტთა ჯგუფი დადებითად აფასებს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობას; კერძოდ, სახელმწიფო უწყებების კოორდინაციას და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას ტრეფიკინგთან ბრძოლის წინააღმდეგ თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელებაში. „GRETA“ მიესალმება ტრეფიკინგის ერთიანი მონაცემთა ბაზის შემუშავებასა და ტრეფიკინგთან ბრძოლის ერთიანი საინფორმაციო კამპანიის წარმოებას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო თანმიმდევრულად მართავს საინფორმაციო შეხვედრებს სამიზნე ჯგუფებთან; წარმატებულად მუშაობს რეგიონებისა და სოფლების მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად, და რომ ხშირ შემთხვევაში ეს ღონისძიებები საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში ხორციელდება. ექსპერტთა ჯგუფის მიერ დადებითად შეფასდა იუსტიციის სამინისტროს მიერ არასამთავრობო სექტორისათვის გაცემული გრანტები, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს პრევენციულ ღონისძიებებში არასამთავრობო სექტორის ჩართულობას, ხოლო მეორე მხრივ, მათ მჭიდრო თანამშრომლობას ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხებში. „GRETA“-ს ექსპერტები საქართველოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლის მიზნით გატარებული ღონისძიებების გასაცნობად 2015 წლის ივნისში იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)