17:47 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 15:24:15, 971 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში უცხოელ ვიზიტორთა კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში დღეს უცხოელ ვიზიტორთა კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევა 2015 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით უცხოელ ვიზიტორთა გამოკითხვის შედეგებს ითვალისწინებს. პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციების, ტურისტული ობიექტების, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგებლები ესწრებოდნენ.

„კვლევის შედეგად გამოიკვეთა საშუალოდ რამდენი ხნით სტუმრობს აჭარას ტურისტები, რა არის მათი მოგზაურობის ძირითადი მიზანი,  საშუალოდ რამდენს ხარჯავენ ისინი რეგიონში ყოფნისას, რა მოსწონთ აჭარის მონახულებისას, რამდენად აქვთ განმეორებითი ვიზიტის სურვილი და რა ტიპის პრობლემებს ხედავენ ისინი რეგიონში დასვენებისას. კვლევის შედეგები გაანალიზებულია 10-ვე სამიზნე ქვეყნების მიხედვით, რაც საშუალებას იძლევა ნათლად გამოჩნდეს ტურისტების საჭიროებები, მათი კმაყოფილებისა თუ უკმაყოფილების დონე ცალკეული ქვეყნების მიხედვით“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

კვლევის შედეგები ერთის მხრივ საშუალებას იძლევა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პიარ და მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვისას ქვეყნების მიხედვით გაითვალისწინოს თუ რეგიონის რომელ ტურისტულ პროდუქტებსა და პოტენციალს გაუწიოს პოზიციონირება კონკრეტულ ქვეყანაში და რა გზებით. გარდა ამისა, რა ტიპის პრობლემებს აწყდება ტურისტები რეგიონში სტუმრობისას და როგორ შეიძლება მათი მოგვარების გზების დაგეგმვა და განხორციელება. უცხოელ ვიზიტორთა კვლევა გრძელდება და 2016 წლის მონაცემებს დეპარტამენტი  კვლევების დასრულებისას წარადგენს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი კვლევის შედეგებს სასტუმროების, რესტორნებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებსაც გააცნობს. კვლევის შედეგების ნახვა შესაძლებელია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე gobatumi.com





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics