08:46 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 15:15:37, 677 ნახვა

პოლიტიკა
იმერლიშვილი შავგულიძეს: ვეტოს თანხმობით საქმე არამც და არამც არ ზიანდება

„დიდი პატივისცემა ბატონ შალვას, მაგრამ ამ ვეტოს თანხმობით საქმე არამც და არამც არ ზიანდება“,- ასე გამოეხმაურა რიგგარეშე სხდომაზე  უშიშროების საბჭოს მდივანი  ირინე იმერლიშვილი „თავისუფალი დემოკრატების“  წევრის შალვა შავგულიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც  პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინება კარგია, თუ საქმე არ ზიანდება.

იმერლიშვილის ცნობით,  პრეზიდენტმა  რიგით მეოთხე ვეტო გამოიყენა, საიდანაც ორი დაძლეული, ერთი კი გაზიარებული იქნა.

„დიდი პატივისცემა ბატონ შალვას ჩემგან, მაგრამ  როდესაც იგი ბრძანებს, რომ  „მივესალმები შტოებს  შორის თანამშრომლობას, თუმცა როდესაც საქმე ზიანდება“, მაშინ არა უკაცრავად,  კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით.  საქმე არ ზიანდება , საქმე ნამდვილად წინ მიდის და ნამდვილად უმჯობესდება. ამაში  მეგონა, რომ თქვენც დაგვეთანხმებოდით. ნამდვილად უმჯობესდება ამ ვეტოს თანხმობით საქმე და არამცდა არამც არ ზიანდება“, - განაცხადა იმერლიშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics