02:36 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 11:09:12, 681 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველის თეატრში მაქსიმ ავერინის საღამო გაიმართა

"ემოციებს ვერ ვმალავ. ქართველი მაყურებელი საუკეთესო მაყურებელია მსოფლიოში", - სპეკტაკლის დასრულების შემდეგ, ეს განცხადება ჟურნალისტებთან რუსმა მსახიობმა, მაქსიმ ავერინმა გააკეთა. 

რუსთაველის თეატრში მსახიობი ქართველი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით ”ყველაფერი სიყვარულით იწყება’’ წარსდგა. 

მაქსიმ ავერინი საქართველოში საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ”შენ, მე, ჩვენ - ერთად სიცოცხლისთვის“ ფარგლებში ჩამოვიდა.

სპეკტაკლი თეატრში სრული ანშლაგით ჩატარდა. მსახიობმა ქართველ მაყურებელს საკუთარი ბიოგრაფია მოუყვა, არტისტის ბედზე ესაუბრა, იმღერა, იცეკვა, ლექსები წაიკითხა. ავერინმა, ქართველ მაყურებელს მისი საყვარელი მსახიობი ლუდმილა გურჩენკო და საყვარელი მუსიკოსი და პოეტი, ვლადიმერ ვისოცკი გაახსენა. 

ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებიდან შემოსული თანხა გაჭირვებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება. 

"ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ახლა საქართველოში ვარ. ეს საუკეთესო ქვეყანაა. შეყვარებული ვარ საქართველოზე, ქართველ მაყურებელზე, აქაური სურნელიც კი მიყვარს. დიდი მადლობა სითბოსთვის, სიყვარულისთვის და ასეთი დახვედრისთვის. პოლიტიკოსმა ბიჭებმა ითამაშონ თავიანთი თამაშები, ჩვენ ვაკეთოთ ჩვენი საქმე - ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრობა გრძელდება და ამას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს", - განაცხადა ავერინმა. 

მაქსიმ ავერინის საღამო რუსთაველის თეატრში, დღეს 20:00 საათზეც გაიმართება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics