|
2016-06-02 22:35:19, 617 ნახვა
პოლიტიკა
ექს-პრემიერი: დაველოდოთ, როდესაც რუსეთიც გააცნობიერებს, რომ საქართველოსთვის დროა, გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი
რუსეთის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება სახიფათოა მათი სახელმწიფოებრიობისთვის, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიო „თავისუფლების“ ერთობლივ პროექტ „ინტერვიუში“ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო მიაღწევს მიზანს და ნატოს წევრი ქვეყანა გახდება. მანვე დასძინა, რომ რუსეთის ინტერესებშია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს. „ჩვენ მაინც დაჟინებით გავაგრძელებთ მომავალში, რომ საქართველომ მიაღწიოს მიზნებს და ჩვენ ნატო-ს წევრი ქვეყანა გავხდეთ. მოვახერხოთ და შევიდეთ ევროკავშირში, ამას დრო სჭირდება, მოთმინებით უნდა გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ დემოკრატიული ინსტიტუტები, ავაყვავოთ ჩვენი ეკონომიკა, და დაველოდოთ სწორ დროს. როდესაც რუსეთიც გააცნობიერეს, რომ საქართველოსთვის დროა, გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი და ჩვენ მოთინებით უნდა დაველოდოთ ამას“, - განაცხადა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)