|
2016-06-02 21:46:23, 760 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი საყდრისზე: აფეთქებულია ის მაღარო, რომელიც უნდა აფეთქებულიყო
საყდრისი ეს არ იყო პრობლემური თემა, ეს არის „რუსთავი 2“-ის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი პრობლემა, - ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „პირველ არხთან“, გადაცემა „ინტერვიუში“ განაცხადა. ივანიშვილის თქმით, საყდრისის აფეთქებაზე უკეთესი არაფერი მომხდარა. „აფეთქებულია ის მაღარო, რაც უნდა აფეთქებულიყო. ეს ათასჯერ არის განხილული და ნალაპარაკევი. მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა ვერ წყნარდება, მათ უდნათ რომ თეთრი შავად წარმოაჩინონ. კარგი რაც ჰქონდა ამ ადგილს, ყველაფერი ამოღებულია და უნიკალურ მუზეუმში შეინახება. იქ რაც იყო ფასეული, ყველაფერი ამოღებულია, მუზეუმის დაფინანსება მიდის და კულუტრის სამინისტროც ჩართულია. ინვესტორებმაც ფინანსები გამოყეს იმაზე მეტი რაც საჭიროა და საუკეთესო მუზეუმი ექნება საქართველოს. ისეთ ადგილას აშენდება, სადაც შეუძლიათ მივიდნენ და ნახონ ის, რასაც ჩვენს სიძველეებთან ჰქონდა კავშირი. აქ რაც მოხდა ყველაფერი მოხდა ფაქიზად“, - განაცხადა ექს-პრემიერმა. ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, საყდრისის ოქროს ოთხივე მაღარო შემოწმდა, რაზეც გადაცემის წამყვანმა სალომე ასათიანმა უპასუხა, რომ ეს არ არის სიმართლე და რომ მხოლოდ ერთი მაღაროს ნახევრის შემოწმება მოხდა. ექს-პრემიერსა და გადაცემის წამყვანს შორის ამას მორიგი შეკამათება მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)