|
2016-06-02 21:08:07, 723 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ვერ წარმომიდგენია სიტყვა საფრთხე ჩემთან თანხვედრაში იყოს
თუ ჩემს პიროვნებას იცნობთ ძალიან კარგად, ჩემს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე ადრეც მოგისმენიათ, სიტყვა საფრთხე გადაჭარბებულია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ინტერვიუში“ განაცხადა. მისივე თქმით, იქ ქვეყნის წინაშე, როგორც რიგითი მოქალაქე ისეა წარმოდგენილი. „მოქალაქის სტატუსით ვარ წარმოდგენილი სხვა სტატუსი არ გამაჩნია. მოქალაქე ეს არის პატარა მცნება, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულს“, - განაცხადა ივანიშვილმა. როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, მას ქვეყნის საწინააღმდეგოდ არასდროს უმოქმედია. „მთელს ჩემს მოღვაწეობაში ვერ ნახავთ ვერც ერთ ისეთ ხაზს, თუ „რუსთავი 2“-ს, სიცრუის მანქანას არ მოუსმენთ, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ რამე გამეკეთებინოს. ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება, სინდისით ვცხოვრობდი. არა თუ კანონს ვემორჩილებოდი, სინდისს ვუხმობდი ყოველთვის. ვერ წარმომიდგენია სიტყვა საფრთხე ჩემთან თანხვედრაში იყოს. ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)