|
2016-06-02 17:57:22, 674 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერი იმყოფება
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერი ჭანგ გაოლი ეწვია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტში საპატიო სტუმარს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერი ჭანგ გაოლი 3 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართავს შეხვედრას. პირისპირი და გაფართოებული ფორმატის შეხვედრების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერება შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ" და ურთიერთგაგების მემორანდუმებს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის." ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში პირველად განხორციელდა, 4 ივნისს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)