2016-06-02 17:51:03, 614 ნახვა
საზოგადოება
"ბიზნესკონტაქტის" ოთხ ჟურნალისტს უფლებამოსილება შეუჩერდა
ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა "ბიზნესკონტაქტი"-ს ოთხ ჟურნალისტს - თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილსა და ბექა ბაციკაძეს უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას თელარა გელანტია "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს. გელანტიას თქმით, მიზეზი "რუსთავი2"-ის გადაცემა არჩევანში მონაწილეობაა.
"მადლობა ბატონო ზურაბ!... თუ ფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებით ნაკლებად აზიანებთ "მაესტროს", ცდებით",-წერს თელარა გელანტია.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ ”ბიზნესკონტაქტის”, ”საქმიანი დილისა” და ”ანალიტიკის” პროექტების მენეჯერ გიორგი ისაკაძეს შეთავაზებაზე-აღადგინოს ტელეკომპანია "მაესტროსთან" შრომითი ხელშეკრულება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, უარი ეთქვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან