|
2016-06-02 16:15:43, 484 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერი ჭანგ გაოლი ხელმძღვანელობს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 3 ივნისს, გაიმართება საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერთან. პირისპირი და გაფართოებული ფორმატის შეხვედრების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერება შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ" და ურთიერთგაგების მემორანდუმებს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის." სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ძველი თბილისისა და მცხეთის ღირშესანიშნაობების დათვალიერება და სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში პირველად განხორციელდა, 4 ივნისს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)