|
2016-06-02 16:02:17, 582 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: "ტაბულასა" და "რუსთავი2"-ის ჟურნალისტებს ღია ეთერით შევხვდებოდი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მზადაა, ჟურნალისტებს შეხვდეს. მისივე თქმით, "რუსთავი2"-ში და "ტაბულა"-ში იმ შემთხვევაში მივა, თუ პირველ ნაწილში მათი ეთერებით გავრცელებულ ინფორმაციებზე საუბრის შესაძლებლობა მიეცემა, შემდეგ კი, დამატებით შეკითხვებსაც უპასუხებს. ""ტაბულას" და "რუსთავი2"-ის ჟურნალისტებს შევხდებოდი ღია ეთერით და მათთანც ამ წერილის ირგვლივ ვისაუბრებდი, სხვა კითხვებზეც. პირობას დავუსვამდი მათ- გადაცემები და ინფორმაცია, რაც მიწოდებული იყო მათი ტელევიზიის, 99%, თუ 100% არა, იყო მცადრი. პირველი ნაწილი დამითმონ იმ გადაცემებზე, რაც მათ ჰქონდათ გაკეთებული, რომ გავაკეთო რეპლიკა.სიცრუის ტირაჟირება ხდებოდა ჩემი პერსონის მიმართ. მეორე და მესამე ნაწილში დამტებით კითხვებს ვუპასუხებდი. საჯაროდ პირდაპირ ეთერში გადაცემაზე ვიწვევ ჟურნალისტებს",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)