|
2016-06-02 15:15:02, 905 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა
სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა და ქართულ ბაზარს ახალი, საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია შეემატა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეს არის უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპანია, სადაც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის თანადაფინანსებით 240 ათასი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. „ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, როდესაც ცოდნა და სახელმწიფოს ხელშეწყობა ერთად ქმნის სამუშაო ადგილებს. კომპანია ძალიან წარმატებულია, აქვს გაფართოების გეგმები, რის შედეგადაც ჩვენ ვნახავთ არაერთ პატარა ფილიალს,კაფეების სახით. ქალაქის მასშტაბით კი ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მწარმოებელს, ყველა ადამიანს, ვისაც კარგი იდეა გააჩნია, ისარგებლონ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით იმისათვის, რომ მათ მაქსიმალური სარგებელი მიიღონ სახელმწიფოსგან“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. ამასთან, როგორც საწარმოს დირექტორმა დავით შანიძემ აღნიშნა, საწარმოში წარმოებული პროდუქციის სარეალიზაციოდ, დაგეგმილია თანამედროვე კაფეტერიის გახსნა. „ასევე გაიხსნება სპეციალიზირებული საკონდიტრო ნაწარმისა და პურ-ფუნთუშეულის მაღაზიაც. ქსელის შესაქმნელად თბილისის სხვადასხვა უბანში 7-8 ფილიალის ამოქმედება იგეგმება“,- განაცხადა შანიძემ. შპს „ბროტმაისტერი“, რომელიც ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად, ავსტრიული პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული კომპანია, სოფელ დიღომში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით ახალი საწარმო გახსნა. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულა 240 000 აშშ დოლარს შეადგენს, დასაქმებულთა რიცხვი კი 35 ადამიანს უტოლდება, რასაც ახალი ობიექტების შედეგად კიდევ 20 ადამიანი შეემატა. აღსანიშნავია, რომ საწარმოში წარმოებული პროდუქციის სარეალიზაციოდ საწყის ეტაპზე დაგეგმილია თანამედროვე კაფეტერიის გახსნაც, ასევე გაიხსნება სპეციალიზირებული საკონდიტრო ნაწარმისა და პურ-ფუნთუშეულის მაღაზიაც, რასაც ეტაპობრივად თბილისის სხვადასხვა უბნებში დაემატება მსგავი ტიპის რამდენიმე მაღაზია. ქსელის შესაქმნელად დაგეგმილია 7-8 ფილიალის გახსნა. ცნობისთვის, 2014 წელს თბილისში, დიდ დიღომში, საწარმოსთვის 150 კვ.მ შენობა აშენდა, რომელიც დღეისთვის უკვე აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე დანადგარით და მზადაა სრული დატვირთვის ფუნქციონირებისთვის. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბრენდინგის სრულყოფილი პროცესის დაფინანსება ნაწილობრივ უზრუნველყო ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების პროგრამა (ბას) საქართველომ. საწარმოს გახსნის ცერემონიალს ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ანა კვარაცხელია დაესწრნენ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)