2016-06-02 11:18:03, 637 ნახვა
საზოგადოება
კოდორის ხეობაში სატვირთო მანქანა, რომელსაც ე.წ.აფხაზი მესაზღვრეები გადაჰყავდა, ხევში გადავარდა
კოდორის ხეობაში სატვირთო მანქანა, რომელსაც ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები გადაჰყავდა, ხევში გადავარდა, არიან დაშავებულები - ამის შესახებ რუსული სააგენტო Tass იუწყება.
მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზო შემთხვევა გუშინ საღამოს სოხუმიდან 50 კილომეტრში, სოფელ ჩხალთაში მოხდა.
„წინასწარი ინფორმაციით, მანქანაში 6 ადამიანი იმყოფებოდა. ამჟამად 5 მათგანი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. კიდევ ერთი მესაზღვრის ბედი ამ დრომდე უცნობია, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველოო სამუშაოები“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა ლევ კვიცინიამ.
სააგენტოს ინფორმაციით, პირველადი დახმარება ე.წ მესაზღვრეებს სამხედროება გაუწიეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან