|
2016-06-01 18:30:59, 515 ნახვა
პოლიტიკა
სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ საქართველოში ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტი დაასრულა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი შეაჯამა და მას ქართულ-სლოვაკური ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვანი უწოდა. „ეს ოთხდღიანი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორი ქვეყნის ურთიერთობებისათვის. ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი წინ წასწევს ქართულ - სლოვაკურ ურთიერთობებს და გააღრმავებს მათ. მე მომეცა შესაძლებლობა, სლოვაკი კოლეგისთვის გვეჩვენებინა მშვენიერი ქვეყანა, მეჩვენებინა აჭარა. მან დაათვალიერა აგრეთვე სამცხე-ჯავახეთი. ბუნებრივია, ამ ვიზიტის უმნიშვნელოვანესი მომენტი ოკუპაციის ხაზის მონახულება იყო. ჩვენმა სლოვაკმა კოლეგამ თავისი თვალით ნახა ის უსამართლობა, რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან. ჩვენ ორივემ დავაფიქსირეთ, რომ ეს აბსურდი, ისევე, როგორც სხვა აბსურდები, როგორიც იყო ევროპაში, მაგალითად, ბერლინის კედელი, იქნება დაძლეული და დანგრეული", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)