|
2016-06-01 16:53:06, 597 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ჩვენს მოსაზრებებში ვენეციის კომისიის ანგარიში სიტყვასიტყვით არის გათვალისწინებული
ჩვენს მოსაზრებებში სიტყვასიტყვით არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ანგარიში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვილებების კომენტირებისას განუცხადა. პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთ ექსპერტს თავისი მოსაზრებები ვენეციის კომისიის მოსაზრებებში ერევა. „მე მქონდა საშუალება, მომესმინა არასამთავრობოების რადმენიმე კომენტარი ამ თემაზე. მზადდება ჩვენი ანგარიში უფრო დეტალურად ვეტოს საკითხთან დაკავშირებით. მინდა, გითხრათ, რომ სიტყვასიტყვით არის გათვალიწინებული ვენეციის კომისიის ანგარიში, უბრალოდ ხშირად ხდება, რომ ეშლებათ ხოლმე თავისი მოსაზრებები ვენეციის კომისიის მოსაზრებებში. ჩვენთვის ყველა მოსაზრება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამოსავალი წერტილი მმართველ გუნდთან მოლაპარაკებების დროს იყო ვენეციის კომისიის დოკუმენტი. შეიძლება, რომელიმე ექსპერტის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს ვენეციის კომისიის დასკვნას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - ჩვენთვის ამომავალი წერტილი სწორედ ვენეციის დოკუმენტი იყო“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)